- ექსტაზი
- (მეთილენდიოქსიამფეტამინი - MDMA) სინთეტიკური ნივთიერებაა, რომელსაც გააჩნია როგორც ჰალუცინოგენური, ისე აღმგზნები ეფექტი. მისი ქიმიური დამუშავების შედეგად მიიღება ფერადი აბები და კაფსულები. ექსტაზის ჟარგონული დასახელებები: იქსი, XTC, ,,ადამი”, ,,E” და ა.შ. ექსტაზის მოხმარება: - ორალური გზით; - ზოგჯერ ინჰალაციის გზით. ექსტაზის აქვს აღმგზნები და ჰალუცინოგენური მოქმედება, რაც ვლინდება: - სიყვარულის და ბედნიერების შეგრძნებაში; - გარშემომყოფებთან თბილ და ახლო ურთიერთობაში; - სიმშვიდისა და თავითკმაყოფილების შეგრძნებაში.Source: პოლიცია და ნარკოტიკები. (სტუდენტის სახელმძღვანელო),–ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო,–თბ,.–2002
Georgian encyclopedia. 2013.